Accentnews.ge
დღეს გიორგი გახარია ბრიუსლს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

დღეს გიორგი გახარია ბრიუსლს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

29/09/2020 04:52:13 საშინაო პოლიტიკა

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსლს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

მთავრობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, დღესვე პრემიერი ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. დაგეგმილია მათი ერთობლივი პრეს–კონფერენციაც.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს და ევროკომისიის და ევროპარლამენტის ხელმძღვანელებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

მთავრობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში გამგზავრების წინ დელეგაციის წევრებმა ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ტესტს გაიკეთებენ 72 საათში ერთხელ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S