Accentnews.ge
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა

29/09/2020 05:00:33 სამართალი

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის ცნობით, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ხანძრის ლიკვიდაცია კი 40 წუტში მოხერხდა.

„ადგილზე ექვს წუთში იყო გამოცხადებული სახანძრო და სამაშველო ცისტერნები. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელების საფრთხე. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით დარჩება სახანძრო ავტოცისტერნები“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მეპატრონის თქმით, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია.

„დაამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ძირითადად, ხის და პლასტმასის მასალები იყო. თუმცა, ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია“,-აცხადებს ზავრადაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S