რუსთავში ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა
29/09/2020 05:07:24 სამართალი
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას არასრუწლოვანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების განცხადებით, გოგონა ძაღლთან ერთად გზაზე გადადიოდა რა დროსაც სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი მიიმალა.
სასწრაფო დახმარების მანქანას გოგონა გარდაცვლილი დახვდა. ავარიამ ძაღლიც იმსხვერპლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


