
სომხეთის მთავრობამ 18 წელს ზემოთ მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა
29/09/2020 05:40:59 კავკასია
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 წელს ზემოთ ყველა მამაკაცს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ამის შესახებ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახური იუწყება.
„მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, შეიზღუდა მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა, რომლებიც ირიცხებიან სამობილიზაციო რეზერვში: რიგითების, უმცროსი და უფროსი სერჟანტების 48 წლამდე, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას 50 წლამდე და უმაღლესი წოდების ოფიცრებს 55 წლამდე“ ,- ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.
ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შემდეგ სომხეთში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული აზერბაიჯანის რიგ რაიონებშიც.
ცნობისთვის: კონფლიქტი ყარაბაღში 27 სექტემბრის დილით გამწვავდა. მხარეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.