Accentnews.ge
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავა

29/09/2020 06:27:54 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკვა.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჟ.ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისი რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსის" 330 აბი ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ლ-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. პოლიციამ ბ.ლ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 8-20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S