
რა უნდოდა 20 ივნისის აქციაზე ანზორ ჩუბინიძეს
24/06/2019 16:02:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რატომ იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუნბინიძე 20 ივნისის აქციაზე და იძლეოდა ტუ არ იგი უკანონო ბრძანებებს, – ეს არის კითხვა, რომელსაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმოდაგნლების განცხადებით გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.
ტელევიზიებსა და ინტერნეტ–სივრცეში გავრცელებულ კადრეზე ჩანს, რომ ჩუბინიძე სპეცრაზმებელს შორის დგას, სპეციალური ფარი აქვს აფარებული და სავარაუდოდ, სპეცრაზმელებს მითითებებს აძლევს.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შესაბამისი უწყებებიდან ფაქტის შესწავლას ითხოვენ.
ცნობისთვის: 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.