Accentnews.ge
ინგუშეთის ლიდერმა თანამდებობა დატოვა

ინგუშეთის ლიდერმა თანამდებობა დატოვა

24/06/2019 16:16:34 კავკასია

ინგუშეთის ლიდერმა იუნუს–ბექ ევკუროვმა განაცხადა, რომ მიღებული აქვს გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინს თანამდებობიდან მისი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართოს. 

ცნობისთვის: ევკუროვი ინგუშეთს 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კრემლის მიერ დანიშნული ევკუროვის რეიტინგი რესპუბლიკაში იმთავითვე არ იყო მაღალი, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთთან სასაზღვრო დავის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მან კაპიტულანტური პოზიცია დაიკავა, ევკუროვის მიმართ ნდობა საბოლოოდ განულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S