
გახარია: "საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად"
29/09/2020 09:07:55 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.