Accentnews.ge
„ფაქტია, რომ ჩვენს დაწესებულებაში დაავადება მძვინვარებს" – მოხუცთა თავშესაფარში COVID-19–ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

„ფაქტია, რომ ჩვენს დაწესებულებაში დაავადება მძვინვარებს" – მოხუცთა თავშესაფარში COVID-19–ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

29/09/2020 10:20:38 რეგიონები, საზოგადოება

ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid 19 თავშესაფრის 13 ბენეფიციარს და 7 თანამშრომელს გამოუვლინდა.

„თავშესაფარში გამოვლინდა 20 ახალი შემთხვევა, აქედან 13 ბენეფიციარია, ხოლო 7 პერსონალი. ველოდებით კიდევ 5 ბენეფიციარის ტესტი პასუხს“, - აცხადებენ სამინისტროში.

თავშესაფრის დირექტორი ამბობს, რომ ბენეფიციარების და თანამშრომლების წყარო მისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ დაწესებულება რეკომენდაციებს მკაცრად იცავს და შენობაში უცხო პირი არ შესულა.

დაწესებულება 2 სექტემბრის შემდეგ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, 10 სექტემბრიდან კი, ყველა მობინადრე და თანამშრომელი თვითიზოლაციაში იყო.

"ვაგრძელებთ საკარანტინე და თვითიზოლაციაში ცხოვრების წესს. ამჟამად გვყავს 90 მობინადრე. მჭიდრო კავშირი გვაქვს ეპიდემიოლოგებთან. ვცდილობთ, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად დავიცვათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფაქტის წინაშე დავდექით...ფაქტია სახეზე, რომ ჩვენს დაწესებულებაში ეს დაავადება მძვინვარებს", - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

საქართველოში 29 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა აჭარაში; ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S