Accentnews.ge
პოლიტიკოსები და იურისტები: გახარიას გადადგომის მოთხოვნა ძალაშია

პოლიტიკოსები და იურისტები: გახარიას გადადგომის მოთხოვნა ძალაშია

24/06/2019 16:28:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

20 ივნისის ცნობილ მოვლენებში შს მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობას, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები „არ ხედავენ“, ხედავენ არასამთავრობოები, სამოქალაქო სექტორები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და იურისტებიც, რომელთა აზრით, გახარიამ არა მარტო თანამდებობა უნდა დატოვოს, არამედ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი პასუხიც აგოს კანონის სრული სიმკაცრით.

დავით უსუფაშვვილი:

„გახარიას რომ თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდეს, დიდი ხნის გადამდგარი იქნებოდა. ივანიშვილის მთავრობასთან გვაქვს საქმე და იგი იღებს გადაწყვეტილებებს. ვინმეს სჯერა, რომ კობახიძე თვითონ გადადგა? – ის გადააყენეს“.

დავით ბერძენიშვილი:

„ივანიშვილი სულ აგვიანებს: მაშინ „გადმოაგდო“ კობახიძე, როცა ის უკვე აღარავის აინტერესებდა. და თუ გახარიასაც იმ დროს გაუშვებს თანამდებობიდან, როცა უკვე იმხელა პოლიტიკური ფასი ექნება გადხდილი, სათავისოდ ვეღარაფერს მოიგებს...არ ამას გამოვრიცხავ. მე არ ვარ მაღალი წარმოდგენის ივანიშვილის პოლიტიკური გათვლების გროისმაისტერულ  ნიჭზე. რა თქმა უნდა, გახარიას აკისრია პასუხისმგებლობა და თუ ივანიშვილი მას ახლა არ გაუშვებს, მოვა დროს და დადგება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ჩანს, ასე მოუწევს“.

ანა დოლიძე:

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვიღაცამ იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სიმართლის დადგენის მეშვეობით ჩვენ მივუთითოთ ვინ არის პასუხისმგებელი 20 ივნისის ოპერაციაზე. თავიდან ბოლომდე ამ პროცესის წარმართვაზე, უდავოდ პასუხისმგებელია გახარია, ამიტომაც ჩვენ არ ვკმაყოფილდებით კობახიძის გადადგომით. გახარიას გადადგომის მოთხოვნა გაგრძელდება და ადრე თუ გვიან ჩვენ ამას მივაღწევთ“

კახა კოჟორიძე:

„ვწუხვარ, რომ შს მოქმედმა მინისტრმა დაკარგა ავტორიტეტი და მორალური უფლება დარჩეს თანამდებობაზე. გახარიას მოუწევს გადადგომა, ის ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციებს 21 ივნისის ღამის შემდეგ. სანამ არ გადადგება, სახალხო პროტესტი გაგრძელდება“.

ანა ნაცვლიშვილი:

„სახელისა და გვარის ცვლილებით რომ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, ჩვენ ეს ვიცით: თავის დროზე გადადგა შოთაძე, მოვიდა თადუმაძე, მაგრამ პროკურატურა არ გარდაქმნილა ისეთ უწყებად, როგორიც კონსტიტუციით და კანონით ევალება, იყოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S