Accentnews.ge
ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა– სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა

ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა– სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა

29/09/2020 10:38:56 რეგიონები, საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. ირკვევა, რომ მიზეზი ორი მოსწავლის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

განათლების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტესტირების საფუძველზე შავშვების საჯარო სკოლის მეორე და მეათე კლასების ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„აღნიშნულის გამო, დღეს შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ველოდებით ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურისგან ოფიციალურ რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც მივმართავთ განათლების სამინისტროს და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად გადავა აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე. პარალელურად, ეპიდემიოლოგები აგრძელებენ ეპიდკვლევებს,“ - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 9 – შიდა ქართლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S