ავარია გორთან – არის მსხვერპლი
29/09/2020 11:15:48 სამართალი
ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია, მანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ადგილზე მისული არიან მაშველები და პოლიცია.
ფოტო: რადიო თავისუფლება


