Accentnews.ge
ანგელა მერკელი იჰამ ალიევს ესაუბრა

ანგელა მერკელი იჰამ ალიევს ესაუბრა

29/09/2020 13:08:26 კავკასია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აზერბაიჯანის პრეზდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. სატელეფონ საუბრის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა გაავრცელა.

28 სექტემბერს მსგავსი სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შედგა.

საბრძოლო მოქმედებების შეწყეტის მორიგი მოწოდებით გამოვიდა აშშ.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა და მე განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და იმუშაონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“,– განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

ცნობილია, რომ დღეს გაერო–ს უშიშროების საბჭოს სხომა შედგება.

ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, მესამე დღეა, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. შეტაკებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S