Accentnews.ge
სომხეთი მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად „ბავრას“ პუნქტით სარგებლობას ურჩევს

სომხეთი მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად „ბავრას“ პუნქტით სარგებლობას ურჩევს

29/09/2020 13:15:00 კავკასია

სომხეთის ხელისუფლება სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, საქართველოს საზღვარზე „ბავრას“ (ქართული მხრიდან - „ნინოწმინდა“) საბაჟო-გამშვები პუნქტი გამოიყენონ.

როგორც სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი განმარტავს, რეკომენდაცია უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.

ინფორმაციისთვის: „ბაგრატაშენის“ (ქართული მხრიდან „სადახლო“) საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალი გზა სომხეთში აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნიდან სომხეთისკენ მომავალი სატვირთო ავტომობილები სომხური ნომრებით „ბავრას“ საბაჟო პუნქტისკენ გადამისამართდება“, - განაცხადეს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში შექმნილი სამხედრო ვითარების გათვალისწინებით, სომხეთსა და საქართველოს შორის გადაადგილებისას „მაქსიმალურად უსაფრთო გზები“ გამოიყენონ.

ცნობისთვის: მესამე დღეა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს. სამხედრო მოქმედებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S