
ერევანი აცხადებს, რომ თურქეთმა სომხეთის საჰაერო სივრცეში Су-25 ჩამოაგდო
29/09/2020 14:41:20 კავკასია
ერევანი იუწყება, რომ თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავმა F-16–მა, რომელიც აზერბაჯანის, განჯის აეროდრომიდან აფრინდა, სომხური მოიერიშე Су-25 ჩამოაგდო.
როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ინციდენტი სომხეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
ამავე წყაროს ცნობით, Су-25–ის პილოტი დაღუპულია.
”თურქეთის მულტიფუნქციური F-16 სომხეთის საჰაერო სივრცეში – 60 კმ სიღრმში, 8 200 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა”, - თქვა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–მდივნმა შუშანა სტეპანიანმა.
თავის მხრივ თურქეთი, "ბლუმბერგის“ ცნობით, ინფორმაციას არ ადასტურებს: თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხწელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევნის ინფორმაცია „სავსებით არასწორია“.
ინფორმაციას არ ადასტურებს ერევანიც.