
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
29/09/2020 16:44:22 საშინაო პოლიტიკა
საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერია. ამდენად, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იგი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და 1 ოქტომბრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.