"პირველი არხი": "მარნეულში ჩვენს ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ"
29/09/2020 18:32:46 სამართალი
მარნეულში "პირველი არხის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ტელეარხი იუწყება, დამტვრეულია გადამღები ჯგუფის კამერა.
შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
"ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი "პირველი არხის" ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია. პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება", – იუწყება ტელეკომპანია.


