Accentnews.ge
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

29/09/2020 18:04:50 საშინაო პოლიტიკა

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

მარნეულში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დღისითაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება კომისიას საკუთარი წევრებით აკომპლექტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S