Accentnews.ge
მედია: აზერბაიჯანსა და სომხეთს საარტილერიო ცეცხლი აქვთ გახსნილი

მედია: აზერბაიჯანსა და სომხეთს საარტილერიო ცეცხლი აქვთ გახსნილი

30/09/2020 05:33:22 კავკასია

აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვთ გახსნილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მედია იუწყებიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი​ „ფეისბუქში“ წერს, რომ ღამით სტეპანაკერტის საჰაერო სივრცეში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთი ამჟამად ქალაქ ტერტერს ბომბავს. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სომხეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 2 300-ს აღწევს, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინდელი ბრძოლის დროს აზერბაიჯანულმა ძალებმა ხოჯალის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ი გაანადგურეს.

ცნობისთვის: ვითარება ყარაბაღში 27 აგვისტოს გამწვავდა და საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. კონფლიქტს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე:„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S