Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება

30/09/2020 11:48:17 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ჩატარდა 23 ტესტირება.

«დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 5 ახალი შემთხვევა, 2 პაციენტი ინფექციური საავამდმყოფოს “წითელ ზონაშია” მოთავსებული, კიდევ სამი ამბულატორიულად მკურნალობს», –განაცხადა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ, რომელიც მანამდე თავად დაინფიცირდა და ამჟამად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალა ჩოჩიევას ინფორმაციით კი, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

«ავადმყოფებს სუბფებრილური ტემპერატურა აღენიშნებათ. ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და გადიან მკურნალობას ყველა საჭირო პრეპარატით. მათ შორისაა რესპუბლიკის 50 წლის მკვიდრი, რომლის მდგომარეობა გაუმჯობედა», – განაცხადა ჩიჩიევამ.

პანდემიის დაწყების დროიდან ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სულ 100 შემთხვევაა გამოვლენილი, 90 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S