სოფელ შროშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
30/09/2020 12:47:10 სამართალი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. მომხდარს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.
გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


