Accentnews.ge
ალიევი: "ცალკეული ქვეყნების მოწოდებები დიალოგისკენ აზრსაა მოკლებული"

ალიევი: "ცალკეული ქვეყნების მოწოდებები დიალოგისკენ აზრსაა მოკლებული"

30/09/2020 14:07:08 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოლაპარაკებათა უშედეგობაზე საუბრობს და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებულად მიიჩნევს.

«არის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იძლევა არანაირ შედეგს. ამიტომაც ვთვლი, რომ რომელიმე მხარის მოწოდებები დიალოგისკენ უადგილოა. ამას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო და ჩვენ ამას, ბუნებრივია, ვიღებთ, ამას აკეთებს ეუთო, რომელსაც შესაბამისი მანდატი აქვს. ხოლო ვინც უბრალოდ იძახის, დაიწყეთ დიალოგი, ჩვენ კი დაგეხმარებითო, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ახლა ჭეშმარიტების დროა», – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიდგინოს, შეხების ხაზზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები კი ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზეა მიმართული.

«სომხეთმა უარი უნდა თქვას საოკუპაციო პოლიტიკაზე. ამის ნაცვლად სომხეთის პრემიერ-მინისტრი გვიყენებს პირობებს. მან 7 პირობა წაგვიყენა. ამასწინათ უკვე განვაცხადე, რომ ამ პირობების დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ ერთი პირობა გვაქვს – სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპირობოდ, სრული შემადგენლობით და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი მიწები. ეს პირობა ძალაშია და თუ სომხეთის მთავრობა მას დააკმაყოფილებს, ბრძოლები შეწყდება, სისხლი აღარ დაიღვრება და რეგიონში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ მშვიდობა გვსურს და კონფლიქტის გადაწყვეტა», – განაცხადა ალიევმა დაჭრილების მონახულებისას და დასძინა, რომ «აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მხსნელი მებრძოლია, სომეხი – ოკუპანტი მებრძოლი».

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რიგ რუსულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების განთავსების საკითხს არ განიხილავს. "ჩვენს დღის წესრიგში მსგავსი საკითხი არ არის" – აღნიშნა მან.

სომხეთი ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების მსვლელობის პირობებში სამიტის მოსკოვი-ერევანი-ბაქო ჩატარებას მიზანშეწონილად ასევე არ თვლის, - აღნიშნა ფაშინიანმა. “საბრძოლო მოქმედებების დროს უადგილოა საუბარი სამიტზე. მოლაპარაკებების წარმოებისთვის აუცილებელია შესაბამისი ატმოსფერო და პირობები”, - განმრტა პრემიერ-მინისტრმა.

27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S