
გია ყანჩელი: "საქარველომ ფეხზე წამოდგომა დაიწყო"
24/06/2019 18:04:43 ციტატა
"ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება. მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის განცხადებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე. ბატონ რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. არ ვიზიარებ. საქართველომ ფეხზე წამოდგომა დაიწყო. მინდა, გავემიჯნო საერო და სასულიერო პირების იმ ნაწილს, რომლებიც ნაცვლას ურთიერთპატივისცემისა, ურთიერთდაპირსპირებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას... არ ვარ ხელისუფლებით კმაყოფილი. მგონია, რომ რაღაც ორმაგ პოლიტიკას თამაშობენ..."
განაცხადა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა "პირველის" ეთერში.