
სომხეთის განათლების მინისტრი: "სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას"
30/09/2020 18:49:29 კავკასია
სომხეთის განათლების მინისტრ არაიკ ჰარუთინიანის განცხადებით, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას.
ჰარუთინიანი აღნიშნული მოთხოვნის მიზეზად სააკაშვილის მიერ "ყარაბაღში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარდაჭერას” ასახელებს.
“დღეს გადავწყვიტე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მივმართო თხოვნით, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანის ქმედებების წახალისებისა და მათი არაპირდაპირი მხარდაჭერისთვის”, – აცხადებს მინისტრი.
საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია, ამას არაფერი შეცვლის".