
"მტრობას არ უნდა ვზეიმობდეთ!": ქართველმა გალში აფხაზური დროშა დაწვა (ვიდეო)
30/09/2020 19:03:26 კონფლიქტები
27 წლის ნიკა ბებუამ დღეს გალის ოკუპირებულ რაიონში აფხაზური დროშა დაწვა.
დაკავებულის ჩვენების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
"მე არც აფხაზების საწინააღმდეგო მაქვს რაიმე, არც დროშის. ყველას პატივს ვცემ, ვეთაყვანები და ბოდიშს ვუხდი, თუ ვინმეს ვაწყენინე. მაგრამ ერთმანეთის მტრობას არ უნდა ვზეიმობდეთ - ამას არ უნდა აღვნიშნავდეთ. მე მინდა, ისევ ერთად ვიყოთ, როგორც ერთი ხალხი", - აცხადებს ქართველი.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთი დღეს "სამამულო ომში გამარჯვების 27-ე წლისთავს" აღნიშნავდა.