Accentnews.ge
Survation-ის კვლევის შედეგები საბურთალოს ოლქში: დავით სერგეენკო - 57,6%; ალეკო ელისაშვილი - 13,3%

Survation-ის კვლევის შედეგები საბურთალოს ოლქში: დავით სერგეენკო - 57,6%; ალეკო ელისაშვილი - 13,3%

30/09/2020 17:12:36 საშინაო პოლიტიკა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქშიც ჩაატარა. პირველი საბურთალოს მაჟორიტარული ოლქია.

კანდიდატთა რეიტინგები საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

  • დავით სერგეენკო "ქართული ოცნება" - 57,6%.
  • ალექსანდრე ელისაშვილი "მოქალაქეები" - 13,3%.
  • ბადრი ჯაფარიძე "ლელო" - 9,1%.
  • ირაკლი ოქრუაშვილი "გამარჯვებული საქართველო" - 6,8%.
  • თაკო ჩარკვიანი "კანონი და სამართალი" - 4,8%.
  • კახა ძაგანია "პატრიოტთა ალიანსი" -3,7%.
  • ლევან გოგიჩაიშვილი "ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" - 3,3%.
  • მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს - 1,4%.
  • პარტიული სიმპატიები ამავე, საბურთალოს ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
  • "ქართული ოცნება" - 54,5%.
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13,9%.
  • გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,7%.
  • "გირჩი" - 5,3%.
  • "ევროპული საქართველო" - 5,0%.
  • "პატრიოტთა ალიანსიც" - 5,0%.
  • "ლელო" - 4 ,8%.
  • "ერთიანი საქართველო" - 1,7%.
  • "თავისუფალი დემოკრატები" - 0,7%.
  • სხვა - 3,4%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს გამოკითხულთა - 78%.

ალბათ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 8%.

50/50 -9%

არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 5%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S