
Survation – ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქი – "ოცნება" – 65,9%, ენმ – 19,4%
30/09/2020 17:17:04 საშინაო პოლიტიკა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.
ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჭარაშიც ჩაატარა. შეკითხვაზე, დღეს რომ ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
83% თითქმის დარწმუნებულია, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 6%, 50-50 - 9%,არ მივიღებ მონაწილეობას კი, - 2% აცხადებს.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
- ანზორ ბოლქვაძე "ქართული ოცნება" - 65,1%.
- მიხეილ ბოლქვაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,9%.
- ჯამბულ ხოზრევანიძე "ლელო" - 5,3%.
- ტარიელ ნაკაიძე "ევროპული საქართველო" - 3,3%.
- ზორბეგ ბერიძე "პატრიოტთა ალიანსი" - 1,2%.
- მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 3,2%.
- აჭარის ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
- "ქართული ოცნება" - 65,9%.
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,4%.
- გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 4,2%.
- "ლელო" - 4,2%.
- "ევროპული საქართველო" - 3,0%.
- "პატრიოტთა ალიანსი" - 1,0%.
- "ლეიბორისტული პარტია" - 0,8%.
- "თავისუფალი დემოკრატები" - 0,5%.
- სხვა - 1,0%.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.
ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.
კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.