
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა საქართველომ“ ცსკ–ში საპარლამენტო სია წარადგინა
01/10/2020 11:48:48 საშინაო პოლიტიკა
"ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საპარლამენტო სია წარადგინა.
პარტიის გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ,,ერთიანი საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა.
პარტიის სიის ათეული ასეთია:
ნინო ბურჯანაძე - პარტიის თავმჯდომარე
გიგლა ბარამიძე - პარტიის გენერალური მდივანი
ანზორ ბიწაძე - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი
ოთარ თავართქილაძე - პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ბესიკ დანელია - პოლიტსაბჭოს წევრითამარ ზურაშვილი - პოლიტსაბჭოს წევრი
მამუკა აჩბა - პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ბექა პეტრიაშვილი- პოლიტსაბჭოს წევრი
მაია ხრიკაძე - ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი
ვანო მაჭარაშვილი - გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
„ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, პარტია რამდენიმე დღეში საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.