
კობახიძე: "თენგიზ ცერვაძე "ოცნების" სიაში არ იქნება"
01/10/2020 12:02:53 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.
"თენგიზ ცერცვაძე სიაში არ იქნება", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სიაში ცერცვაძეც იქნებოდა.