
ზვიად ძიძიგური: “პოლიციამ თავისი ძალა ლეგიტიმურად გამოიყენა”
24/06/2019 18:58:56 ციტატა
“ბევრჯერ გადავახვიე ის კადრები პარლამენტის შენობის წინ და ეს იყო პარლამენტში შეჭრის შტურმი. მოდით, ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე ამ ფაქტის აღნიშვნის გარეშე, პოლიციას ამ დროს რა უნდა გაეკეთებინა? ამ შემთხვევაში პოლიციამ თავისი ძალა გამოიყენა ლეგიტიმურად”
განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა "პირველის" ეთერში.
ცნობისთვის: პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები 20–21 ივნისის მოვლენების გამო შს მინისტრის გადადგომას და აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქეების გათავსიუფლებას მოითხოვენ.