
გენშტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია "ოცნების" პარტიულ სიაშია
01/10/2020 13:14:52 საშინაო პოლიტიკა
გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია "ქართული ოცნების" პარტიულ სიაშია. ჩაჩიბაია პროპორციული შემადგენლობის 49-ე ნომერია.
ჩაჩიბაიამ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა 2020 წლის 1 ივლისს დატოვა. გადადგომისას მან თქვა, რომ იქნებოდა იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდებოდა - „მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ქვეყანას დასჭირდება“- ამბობდა ჩაჩიბაია.
დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.