Accentnews.ge
ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

01/10/2020 14:00:41 სამართალი

ექიმი ვახტანგ ყიფიანი საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო მასთან ერთად დაკავებული მაგდა ხოჭოლავა ისევ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი აგვისტოში დააკავa.

უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს მაგდა ხოჭოლავა.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S