
"ოცნების" სახეები, რომლებიც ახალ სიაში ვერ მოხვდნენ
01/10/2020 14:29:33 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში საპარლამენტო უმრავლესობის ბევრი წევრი ვერ მოხვდა, მათ შორის არიან:
- მოქმედი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე;
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია;
- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია;
- ვალერი გელაშვილი
- ირაკლი აბუსერიძე
- სიმონ ნოზაძე
- ზაზა პაპუაშვილი
- ერეკლე ტრიპოლსკი
- რევაზ არველაძე
- ზაზა გაბუნია
- ცოტნე ზურაბიანი
- კობა კობალაძე
- იოსებ მაკრახიძე
- გუგული მაღრაძე
- ენძელა მაჭავარიანი
დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
კობახიძის თქმით, სიაში 40 მოქმედი დეპუტატია, ხოლო დანარჩენი – ახალი სახეები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.