Accentnews.ge
მაშველებმა სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

02/10/2020 11:59:38 რეგიონები

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მე-3 გარდაცვლილი იპოვეს. იქამდე კი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი მეწყერის მიერ წაღებულ სახლთან, ავტომობილში ისხდნენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა სახლი მოიყოლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახლში სულ მცირე სამი ადამიანი იმყოფებოდა.

აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S