Accentnews.ge
„ბიძინა ივანიშვილის მოხსენება იყო ძალიან გულწრფელი, საქმიანი და რაც მთავარია, ეხებოდა პრინციპულ საკითხებს"

„ბიძინა ივანიშვილის მოხსენება იყო ძალიან გულწრფელი, საქმიანი და რაც მთავარია, ეხებოდა პრინციპულ საკითხებს"

02/10/2020 13:11:23 საშინაო პოლიტიკა

„გუშინ პარტია „ქართული ოცნების“, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერს და პარტიის თავმჯდომარეს, ჰქონდა ძალიან ამომწურავი და გულწრფელი მოხსენება საზოგადოებასთან, თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში. მან, პრაქტიკულად, საზოგადოებას აჩვენა განსხვავება, თუ რა იყო მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი მმართველი გუნდის რვაწლიანი საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„ეს იყო ძალიან გულწრფელი, საქმიანი და რაც მთავარია, პრინციპული საკითხების შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოხსენება, სადაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეებს უთხრა, თუ სად გადმოვიბარეთ ჩვენ ხელისუფლება 2012 წელს, რა ვითარება იყო ადამიანის უფლებების კუთხით, ბიზნესის თავისუფლების კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, ეკონომიკური განვითარების კუთხით, საგარეო პოლიტიკაში და დემოკრატიული მმართველობის კუთხით. განსხვავება დღეს არის ნათელი. განსხვავება დღეს არის აშკარა და საგრძნობი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S