
ველისციხის 14-ე საუბნო საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა
02/10/2020 14:34:23 რეგიონები, საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის 14-ე საუბნო საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა. ირკვევა, რომ კომისიის ერთ-ერთ წევრს COVID-19 დაუდასტურდა და კომისიის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა.
კახეთში კორონავისრუსის სულ 62 შემთხვევაა დადასტურბული.
როგორც 2 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ყველა ახალი კონტაქტი გამოკვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.