
წითელი ჯვარი ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ ცნობებს ავრცელებს
02/10/2020 17:23:27 კავკასია
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში, კონფლიქტის მთავარი სიმძიმე სამოქალაქო მოსახლეობას აწევს: დანგრეულია ასეულობით სახლი; მძიმე არტილერიის მიერ ასევე დანგრეულია სკოლები და საავადმყოფოები.
ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ ასახელებს მსხვერპლის რაოდენობას, მაგრამ იუწყება, რომ დაპირისპირების ორივე მხარეს არიან დახოცილები და დაჭრილები მოზრდილებსა და ბავშვებს შორის.
„გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული გვაქვს საველე პირობებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობის და ვითარების არასტაბილურობის გამო“, – განაცხადა ჟენევაში მთიან ყარაბაღში წითელი ჯვრის მისიის ხელმძღვანელმა ბერტრან ლემონმა.
კონფლიქტი რეგიონში ვითარევა 27 სექტემბერს გამწვავდა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებები არ წყდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე.
ბაქოს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.