Accentnews.ge
ბაქო ერევანს აზერბაიჯანული ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს, სომხეთი კი უარყოფს

ბაქო ერევანს აზერბაიჯანული ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს, სომხეთი კი უარყოფს

04/10/2020 20:28:43 კავკასია

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სომხეთმა აბშერონისა და cს, ასევე მინგეჩაურის მიმართულებით რაკეტები გაისროლა. მათი ცნობით, არიან დაშავებულებიც.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი „ტვიტერზე“ წერს, ხიზისა და აბშეონის რეგიონის მიმართულებით ორი საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა გაისროლეს, ორი რაკეტა გაისროლეს მინგეჩაურის მიმართულებითაც.

სომხეთი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სომხეთი საკუთარი ძალების ტერიტორიიდან გაყვანის განრიგს წარადგენს.

„აზერბაიჯანს ერთი პირობა აქვს, გათავისუფლდეს მისი ტერიტორიები“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვისას.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. დაღუპულია ათობით ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S