
დამასკოში ხვალ აფხაზეთის “საელჩო” გაიხსნება
05/10/2020 08:35:23 კონფლიქტები
დამასკოში ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის “საელჩოს” საზეიმო გახსნაა დაგეგმილი. ღონისძიებაზე დასასწრებად წუხელ სირიაში აფხაზური დელეგაცია ჩავიდა “პრეზიდენტის” ადმინისტრაციის უფროს ალხას კვიცინიას ხელმძღვანელობით.
დელეგაციაში ასევე არიან დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, თავდაცვის “მინისტრის” მოადგილე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის “ვიცე-პრეზიდენტი” და სხვები.
სოხუმის ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სირიის მთავრობის წარმომადგენლებთან.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. მის გარდა, იგი ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს ჰყავთ აღიარებული.