ბაქო, მათ შორის თბილისს მიმართავს, „მოხალისეთა“ შეკრებას თვალი მიადევნოს

05-10-2020 13:49:58 კავკასია

აზერბაიჯანის პროკურატურა კოლეგებს მიმართავს იმ ქვეყნებში, სადაც სომხური დიასპორებია წარმოდგენილი, თვალი მიადევნონ „მოხალისეთა“ შეკრებას მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქიამრან ალიევი ოფიციალურად მიმართავს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, გერმანიის, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, უზბეკეთის, ურუგვაის, ერაყის, ირანის, არგენტინის, ბრაზილიის, ბულგარეთის და პოლონეთის გენერალურ პროკურორებს, ასევე ლიბანის, საბერძნეთის, სირიისა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებს“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მიერ კონტრშეტევითი ზომების შედეგად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს პოზიციები, რის გამოც, სომხეთმა საზღვარგარეთ მყოფ სომხებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ შეიარაღებულ კომნფლიქტში თავისი ცოცხალი ძალის გასაძლიერებლად:

„ზოგიერთ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით ათასამდე ეთნიკურად სომეხი ჩამოვიდა, ან აპირებს ჩამოსვლას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იმ სახელმწიფოებმა, საიდანაც მოდიან ე.წ. მოხალისეები, უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ საბრძოლო გამოცდილების მიღების შემდეგ, ამ ადამიანებმა, თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ასევე, აღინიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების ქმედება ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევაა“.

ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები