აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები დააკავეს
05/10/2020 10:17:37 სამართალი
თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ საპორტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანიცაა.
შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულსხმობს.
აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.
"ან ბევრი ხალხი მოვა და აქაურობას გადავკეტავთ, ან დაკავებულები მოიყვანონ აქ",– განაცხადა ვაშაძემ.


