Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

05/10/2020 15:24:22 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ოპერატიული შტაბის ცნობით, ტესტირება სულ 198 ადამიანს ჩაუტარდა და 49 შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში 138 ადამიანი იმყოფება, მათგან 117 – დადასტურებული დიაგნოზით. პაციენტთაგან 17-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, 46-ის – საშუალოდ მძიმედ.

სულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყების დროიდან 1765 ინფიცირებულია აღრიცხული, გარდაცვლილია 15 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S