
ჩავიშოღლუ: "დასავლეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს მაგრამ, რატომ არ ვეუბნებით სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანიდან?"
05/10/2020 15:30:46 კავკასია, საგარეო პოლიტიკა
"დასავლეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთის საკითხს, რატომ არ ვეუბნებით სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანიდან?", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩევუსოღლუმ ანკარაში ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"როდესაც უკრაინის ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვსაუბრობთ, როგორც თურქეთი, ისე ჩვენი დასავლელი მეგობრები, ამ ქვეყნებს ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა მტკიცედაა მხარდაჭერილი. როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთის კონფლიქტს, რატომ არ ვეუბნებით სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან? ორივე ქვეყანა ნატო–ს პარტნიორია. რა თქმა უნდა, ნატმ დაბალანსებული მიდგომით უნდა მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტა და საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ძალიან ნორმალურია, რომ ნატო ამ გზავნილს აჟღერებს. თუმცა მთიანი ყარაბაღის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართალის, გაერო-ს რეზოლუციებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სომხეთი აზერბაიჯანიდან უნდა გავიდეს. ამისკენ მოწოდება უნდა გააკეთოს ყველამ, მათ შორის ნატო–მ. სხვაგვარად ეს საკითხი არ გადაიჭრება", – განაცხადა ჩავიშოღლუმ.