Accentnews.ge
"წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება"

"წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება"

05/10/2020 18:00:21 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება".

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა თბილისს უსასყიდლოდ გადასცა მათ მიერ 52 მილიონ დოლარად შეძენილი იპოდრომის ტერიტორია. ამ ფართობზე, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მოეწყობა ახალი რეკრეაციული ზონა - ცენტრალური პარკი, რომლის კეთილმოწყობაზეც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

„გაგიკვირდებათ“ და რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კვლავ შეძლეს ამ ფაქტის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. პარადოქსია, რომ ამ ქველმოქმედების დისკრედიტაციას განსაკუთრებით სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მაშინ, როდესაც მათმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა 52 მილიონ დოლარად შეძენილი ქონება აჩუქა ხალხს და მის კეთილმოწყობაში კიდევ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარამდე იქნება დახარჯული. ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილი არ იღლება ქველმოქმედებით“, - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S