თბილისში, გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
05/10/2020 19:46:20 სამართალი
თბილისში, გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.


