Accentnews.ge
"გახარიას გადადგომა ენმ–ის ოცნებაა და პირობას გაძლევთ, ეს ოცნება არ აუსრულდებათ"

"გახარიას გადადგომა ენმ–ის ოცნებაა და პირობას გაძლევთ, ეს ოცნება არ აუსრულდებათ"

25/06/2019 08:48:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და ეს ოცნება მას არ აუსრულდება. განცხადება ოხანაშვილმა პარლამენტში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ განაცხადა. 

"მათ [ენმ–ს] არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტში, მით უმეტეს, საქართველოს პლენარულ სხდომათა დარბაზში... გახარიამ სახელმწიფოს ააცილა ენმ–ის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება. "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ეღირსება, არ იყოს გახარია შს მინისტრად... ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა, ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა უმავრესია, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათზე. მე ყველა იმ ახალგაზრდასთან სოლიდარული ვარ, ვინც მშვიდობიანად, გულწრფელად გამოხატავდა პროტესტს. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხსიმგებლობა აიღო, დეპუტატმა მანდატი დატოვა. არც ერთი თანამდებობა არ გვიღირს ჩვენი საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენ ამას ვაკეთებთ. გახარიას გადადგომა კი "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა და პირობას გაძლევთ, ეს ოცნება არ აუსრულდებათ",– განაცხადა ანრი ოხანავილმა. 

ცნობისთვის: პარლამენტის პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო. ხმაური გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნამ, დღის წესრგიში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციის მოთხოვნა ადგილიდან გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ისინი ერთმანეთს ადგილიდან უყვირიან. ნიკა მელიამ და შოთა ხაბარელმა ერთმანეთისკენ მიკროფონებით გაიწიეს. ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. ამ დროისთვის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S