
აშშ, საფრანგეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მიმართავენ
06/10/2020 04:41:01 კავკასია
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები: აშშ, საფრანგეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი.
განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და საშიშ ესკალაციას და აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა მიუღებელ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ და უპირობოდ მიიღონ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება და აღადგინონ მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარე მოგვარების პროცესი.
ცნობისთვის: დაპირისპირებულმა მხარეებმა უგულებელყვეს ანალოგიური მოწოდება, რომლითაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ 1 ოქტომბერს გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბარში კონფლიქტი 27 სექტემბრიდან გამწვავდა. სხვადასხვა ცნობებით, კონფლიქტს ათობით ან ასობით ადამიანი ემსხვერპლა.