Accentnews.ge
ფაშინიანმა დემობილიზებულებს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა

ფაშინიანმა დემობილიზებულებს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა

06/10/2020 06:40:55 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წლის განმავლობაში დემობილიზებულებს ცენტრალურ სამობილიზაციო პუნქტში ნებაყოფლობით გამოცხადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან Facebook-ში პირად გვერდზე გამართული პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონით, მოქალაქეთა ეს კატეგორია ერთი წლის განმავლობაში მობილიზაციას არ ექვემდებარება, მაგრამ ისინი დღეს სამშობლოს სჭირდებიან, როგორც ყველაზე მობილიზებადი რესურსი.

«ბიჭებო, დღეს სამშობლოს სჭირდებით. უკვე ვთქვი, რომ ეს ახალი სარდარაფათია და არა უბრალოდ ყარაბაღის საკითხი, ეს არის სომხების გენოციდის გაგრძელების პოლიტიკა და დღეს უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი გენოციდისგან – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვბელობით. თუ ფეხზე არ დავდგებით, ყველანი გენოციდის მსხვერპლად ვიქცევით. დღეს სომხეთის მოქალაქე არაა მგზავრია დერ ზორის გზაზე, მან საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს», - განაცხადა ფაშინიანმა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მათ, “დიდი თავყრილობების შეუქმნელად” ცენტრალურ სამობილიზაციო პუნქტში გამოცხადდნენ. ვინაიდან მოქალაქეთა ამ ნაწილისთვის სამობილიზაციო გეგმა არ არსებობს, ფაშინიანმა მათ თხოვნით მიმართა, საკუთარი სამხედრო ფორმითა და ეკიპირებით მივიდნენ. სხვა მოქალაქეებს კი სთხოვა, სამობილიზაციო პუნქტში ეს ნივთები მიიტანონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S