Accentnews.ge
ოპოზიციის შემდეგ პარლამენტში ერთმანეთს ბესელია და ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ

ოპოზიციის შემდეგ პარლამენტში ერთმანეთს ბესელია და ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ

25/06/2019 09:00:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სესია ოპოზიციის გარეშე გაგრძელდა, თუმცა ამ ჯერზე სიტყვიერად ერთმანეთს დეპუტატი ეკა ბესელიასა და შოთა ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ.

ბესელიამ 20-21 ივნისის მოვლენების გამო ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, სად იმყოფებოდნენ მაშინ, როცა პოლიციამ აქცია დაშალა, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და რატომ არ იყვნენ ამ დროს ქუჩაში. ბესელიას ამ განცხადებამ შოთა ყაველაშვილი გააღიზიანა.

„აქ ვიყავი. რატომ არ აფიქსირებ, რომ ადგილი ჰქონდა შტურმს და რატომ არ ამბობთ ბოლომდე სიმართლეს. ახალგაზრდებზე აუგი არავის უთქვამს. უნდა დაღვრილიყო სისხლი და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა. ეს არის სიმართლე, რაც უნდა თქვა“, - მიმართა შოთა ყაველაშვილმა ეკა ბესელიას, ბესელიამ კი უპასუხა, რომ ისინი კაბინეტებში იმყოფებოდნენ. 

სხდომაზე 5–წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა. ამ დროისთვის სხდომა განახლებულია და დებატები გრძელდება. 

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S