
მდინარაძე – თბილისის ცენტრალურ პარკზე: "მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან"
06/10/2020 11:26:39 საშინაო პოლიტიკა
"მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან", – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს.
"მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან - ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც გამოიხსნეს, უკვე გაყიდული გამოისყიდეს წინა ხელისუფლების დროს და დღეს თბილისს და თბილისელებს აჩუქეს.
აქ იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ!
ჯანსაღი ცხოვრების წესი,.. ჯანსაღი გარემო,.. ჯანსაღი ურთიერთობები,.. გართობა და დასვენება,.. თბილისის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი - თბილისის ცენტრალური პარკი!", – წერს მდინარაძე სოცილაურ ქსელში.